25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.