მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეოკაპიტალში“ ავტო სესხის საშემოდგომო აქცია მიმდინარეობს. აქციის სახელწოდებაა _ „შენი ავტო ფულია“, რაც ძალიან ორიგინალურად არის გამოსახული სარეკლამო ვიზუალზეც და მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მანქანის ფულად ქცევა „ჯეოკაპიტალში“ უმარტივესია – სესხის მოქმედების პერიოდში ავტომანქანით სარგებლობას მფლობელი სტანდარტულად განაგრძობს.
ავტო სესხის აღება მომხმარებლებს თვეში 3%-დან შეუძლიათ. გაზრდილია გასაცემი თანხის ოდენობა და ის უზრუნველყოფის ღირებულების 80%-მდე შეადგენს. სესხის აღება შესაძლებელია არამარტო თბილისში, არამედ ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და ზესტაფონის ფილიალებშიც.
აღსანიშნავია, რომ „ჯეოკაპიტალი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას და გამოირჩევა მომხმარებლისათის სხვადასხვა სპექტრის კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის შეთავაზებით და მაღალ ეთიკური მომსახურეობის გაწევით. გარდა ავტო და იპოთეკური სესხების გაცემისა, კომპანია ასევე ახორციელებს ფულადი გზავნილების მომსახურებას და ვალუტის გაცვლის ოპერაციებს.
„ჯეოკაპიტალი“ სოციალურ ქსელშიც აქტიურია და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები, გათამაშებები, სტატიები და სხვადასხვა სახის აქტივობები შესთავაზოს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/Geocapital.ge/
ან დარეკეთ ნომერზე: 0322670707 ან ესტუმრეთ „ჯეოკაპიტალის“ ფილიალებს მის :
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. #55; ქუთაისი, ა. წერეთლის #5; ქუთაისი, ზ. გამსახურდიას #25; ზესტაფონი, დ. აღმაშენებლის #8; ზუგდიდი, მ. კოსტავას #64; ბათუმი, კ. გამსახურდიას #44; ბათუმი, ზ. გორგილაძის #71; ფოთი, ლაგრანჟეს #2. (R)