(აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნების შესახებ, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა, სოციალურ დახმარებას ითხოვდა და არ დაუნიშნეს ბიძაშვილის ძროხის გამო, “გურია ნიუსი” არც თუ დიდი ხნის წინ წერდა).
_სოციალურ აგენტზე უნდა მოგახსენოთ. უკაცრავად პასუხია და ტუალეტში ტუალეტის ქაღალდს რომ მოძებნის და იტყვის, ეს ოჯახი კარგად ცხოვრობსო, არის თუ არა ეს აგენტი უზნეო? გივი შევარდნაძეს, მარტოხელა ფეხებმოკვეთილ კაცს დახმარება არ დაუნიშნეს იმის გამო, რომ უკიდურესად გაჭირვებულს ბიძაშვილმა ძროხა ათხოვა. ძროხა მარჩენალიაო, უთხრეს. ჯერ ერთი, ძროხა მარჩენალი კი არა, სარჩენია გურიაში, _ აღშფოთება ვერ დამალა ნინიძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა მას ყურადღებით მოუსმინა და შესთავაზა, ასეთი საკითხები ფრაქციის სხდომაზე განვიხილოთო.
_ ისე, საინტერესოა, იმ ცალკე სხდომაზე ნინიძეს იქეთ ხომ არ ჩაუტარებენ ზნეობაზე ლექციას? მსუბუქად მაინც დატუქსავენ, _ ჩაილაპარაკეს სხდომათა დარბაზში.