სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, კონსტანტინე სარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით სამშაბათს გაიმართება. ამ დროისთვის კი, წინასაგამოძიებო მოკვლევები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ზვიად ვასაძე ამავე სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე სარიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ინციდენტი ოზურგეთში დღეს კამათის ნიადაგზე მოხდა.
ამჟამად, ზვიად ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული ფეხში და საავადმყოფოში თავად სარიშვილმა მიიყვანა.
შსს-ის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ინციდენტი ოზურგეთში _ თანამდებობის პირმა საჯარო მოხელე დაჭრა