“რესპუბლიკელის” მარინა სუნგულიას თქმით, ოფისი უკვე ახალ მისამართზე გადავიდა.
_ რატომ გადახვედით კოტე შარაშენიძის სახლში, სადაც “ქართული ოცნების” ოფისი განთავსდა?
_ ხელშეკრულება ოფისის ქირაობაზე გაფორმებული იყო 2012 წლის ივნისის ბოლომდე. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ძველი ოფისის ფართი საკმარისი არ იყო კოალიციისთვის.
_ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კოტე შარაშენიძის სახლში იმიტომ განთავსდა ოფისი, რომ სხვაგან ვერ იქარავეთ საოფისე ფართი.
_ რა თქმა უნდა, გაჭირდა საოფისე ფართის მოძებნა, რადგანაც ადამიანების ნაწილს არ უნდა, პრობლემა შეექმნას ხელისუფლებასთან და უფრო დიდ ნაწილს კი დარეგისტრირებული არ აქვს ფართები. როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საოფისე ფართი “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის კოტე შარაშენიძის დედამ დაგვითმო, _ გვითხრა მარინე სუნგულიამ.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” უკვე ძველ ოფისს, ჯერ აქ “გურიის თავისუფალი დემოკრატები” იყვნენ, შემდეგ კი, როდესაც კოალიცია შეიქმნა, “ქართული ოცნებაში” გაერთიანებილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ოფისის მესაკუთრემ, როდესაც კონტროლის პალატამ ორჯერ დაკითხ,ა მან აღარ მოისურვა ხელშეკრულების გაგრძელება.