_ ქალბატონო ნინო, ექსპერტების აზრით, ბაჩო ახალაიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრად, საკმაოდ არაეფექტური და წამგებიანი ნაბიჯი იყო. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციელების ნაწილმა უკვე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
_ ვინ არიან ეს პოლიციელები, რომლებმაც შსს დატოვეს? არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის მათ შორის. მე რამდენადაც ვიცი, საშუალო რგოლის წარმომადგენლები ტოვებენ შსს-ს.
უტიაშვილი იქნება თუ არ იქნება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მაინტერესებს, უტიაშვილმა რა მოტივით დატოვა თანამდებობა? ეს ის უტიაშვილი ხომ არ არის, 26 მაისს, დილით, უტიფრად რომ იტყუებოდა, თითქოს ჩვენ ხალხი დავხოცეთ, პოლიციელი მოვკალით. მერე, ვეღარ იხსენებდა უკვე თავისსავე სიტყვებს ამ თემებთან დაკავშირებით. არავითარი მნიშვნელობა, არა აქვს, უტიაშვილი იქნება თუ არა შს სამინისტროში. რამდენად ეფექტურია ეს ნაბიჯი, ამას დრო გამოაჩენს, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
ინტერვიუს სრულ ვარიანტს “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.