გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი _ 10-15 მეტრი წამში.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 29 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში _ +13, +18°, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14° იქნება.
30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. 1-4 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° იქნება.