შეხვედრის მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის – “ეს შენ გეხება”, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ე.წ. must carry-ისა და must offer-ის კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრას დაესწრებიან კოალიციის “არჩევნის თავისუფლებისთვის” წევრები: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი, აგრეთვე, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.