მსახიობმა რობერტ დე ნირომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ განაწყო. ის, საკუთარი ამპარტავნობის გამო დაზარალდა.
ისტორია კი სათავეს ერთი უმტკივნეულო ინტერვიუდან იღებს. ჟურნალისტი ემა ბროკერსი დე ნიროს ესუბრებოდა. უწყინარი კითხვების მიუხედავად, მსახიობი აღშფოთდა და განაცხადა, რომ მსგავსი კითხვებით დაუშვებელია მიმართონ მისი დონის მსახიობს – ამ სიტყვების შემდეგ დე ნირომ ინტერვიუ შეწყვიტა. მას, ასევე, არ მოეწონა ჟურნალისტის საუბრის ტონი.
საუბარი შეწყდა, მაგრამ სკანდალი დაიწყო!
ჟურნალისტებმა დე ნიროს ომი გამოუცხადეს. ყველაზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა პირს მორგანმა.
"რობერტ დე ნირო ყველაზე უხეში და არასასიამოვნო ადამიანია. მას თავი მეფედ წარმოუდგენია, საკმარისია მას გაესაუბრო და მიხვდები, რომ ეს ასე არ არის. ის, საკუთარი დიდებით შეპყრობილია. გინახავთ, როგორ ექცევა ჟურნალისტებს?
დიახ, მას საუკეთესო როლები განუსახიერებია, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვიყოთ სამართლიანები, მისი როლები მსახიობის ტალანტის საცოდავი პაროდიაა. ადამიანებს, როგოც ფეხქვეშ არსებულ ჭუჭყს ისე ექცევა.
მოვუწოდებ კოლეგებს აღარ დაეკონტაქტონ ამ ადამიანს. მერწმუნეთ, მას ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ის ჩვენ", _ განაცხადა პირს მორგანმა.
მსახიობს აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.