თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.