"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 25/24-ის წინააღმდეგ მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნამ გაიმარჯვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს.
„25/24, ერთმა თავი შეიკავა, გაიმარჯვა მიშას გუნდმა“, _ წერს თაქთაქიშვილი.