ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ყავის მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.
სამეცნიერო ჟურნალში "Diabetes Care" გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მეცნიერებმა გაანალიზეს 28 კვლევა და შეისწავლეს ყავის მოხმარებასა და დიაბეტს შორის კავშირი.
საერთო ჯამში, კვლევამ მოიცვა 1,1 მლნ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დიაბეტის შემთხვევები ყავის მოხმარების სიხშირის უკუპროპორციულად მცირდება. დაავადების რისკს ამცირებს როგორც ჩვეულებრივი, ასევე უკოფეინო ყავის მოხმარება.