იაპონიაში, რობოტმა "ტორობო-კუნ", უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა. შედეგების მიხედვით, რობოტს შეუძლია, ისწავლოს ქვეყნის კერძო უნივერსიტეტების 70%-ში.
რობოტმა მაღალი ქულები მიიღო იაპონიის ისტორიაში, მსოფლიო ისტორიასა და მათემატიკაში, ხოლო დაბალი ქულები ინგლისურ და იაპონურ ენებში.
"ტორობო-კუნ" ინფორმატიკის ეროვნული ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. მას სიტყვების წარმოთქმა და ლოგიკური ამოცანების ამოხსნაც შეუძლია.
2021 წლისთვის მეცნიერები რობოტის ისეთ დონემდე დახვეწას გეგმავენ, რომ მან მისაღები გამოცდის ჩაბარება, ქვეყნის ერთ-ერთს ყველაზე პრესტიჟულ, ტოკიოს უნივერსიტეტში შეძლოს.