"შეაჩერეთ დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა“, _ განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
გოცირიძის თქმით, ლარის კატასტროფული ვარდნა ორი ფაქტორითაა განპირობებული.
„რამ გამოიწვია ლარის ასეთი სწრაფი ვარდნა?! გამოიწვია ორმა ფაქტორმა: პირველია, მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც ძალიან ობიექტურად შეაფასა ლარმა და ადამიანებმა და უნდობლობა გამოუცხადეს მას და მეორე – ის კატასტროფული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნოემბრის თვეში ბიუჯეტის შესრულების სახით, როდესაც საბიუჯეტო შემოსავლები ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. გუშინ აქ უტიფრად გამოდიოდა ფინანსთა მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე და ყველას გვატყუებდა, საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდებაო. ასეთი დემაგოგები თქვენ უნდა გაყაროთ მთავრობიდან“, _ მიმართა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.