2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8 პროცენტით გაიზარდა, _ შესბამის ინფორმაციას საქსტატის ეროვნილი სააგენტო საკუთრ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7%) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0%) ქვეჯგუფებზე.
ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3%); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2%);
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
ფასები გაიზარდა, როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6% ), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9%) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6%) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0% ) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი), _ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.