სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მომდევნო ტურში გადავიდა რეიტინგული სიის სათავეში მყოფი 2165 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან. პირველი ტურის გამარჯვებულები არიან მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს 30 ქულა და მეტი.
ორგანიზაცია „მოქალაქისა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააჯილდოებენ. დაჯილდოება ქალაქ ზუგდიდში 5 დეკემბერს, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში 6-7 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულებს სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიათა ქსელის _ „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცემათ.
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ წელს მესამედ იმართება. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა. 2016-2017 წლებში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 28 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა.
ოლიმპიადა სამი ტურისაგან შედგება. მესამე ტურის 20 გამარჯვებული გაემგზავრება ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.