ეკონომიკურ პორტალ Bpn.ge-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.
„ კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით ლარებში _ 1 წლამდე ავტომობილებზე _ 500 ლარი; 1-დან 5 წლამდე _ 240 ლარი; 5-დან 10 წლამდე _ 120 ლარი; 10 წლის ზემოთ _ 60 ლარი", _ ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.