ამერიკულმა კომპანია ”Charles Alan Inc”-მა შექმნა პირველი ტყვიაგაუმტარი დივანი მასში ჩამონტაჟებული იარაღის საწყობი ყუთით.
გამოგონების ავტორის მიერ ”Couch Bunker”-ად წოდებული დივანი პირდაპირი დანიშნულებითაც გამოიყენება, მაგრამ დამატებით მასში არის ჩამონტაჟებული ფარული სეიფი, სადაც იარაღის მთელი არსენალი განთავსდება. კიდევ მეტი – დივანის ბალიშები ტყვიაგაუმტარია და უძლებენ ახლო მანძილიდან სროლას 44-ე კალიბრის ”მაგნუმიდან”. ამდენად, მათი გამოყენება შეიძლება ფარად შეიარაღებული თავდასხმის დროს.
ეს საავეჯე სიახლე, რომელიც, სულ რაღაც, 6 ათასი დოლარი ღირს, აშშ-ში შეიძლება იქცეს ნამდვილ ჰიტად: გამომგონებელი იღებს შეკვეთებს, როგორც სახლისათვის, ისე _ საოფისედაც.