ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში პრობლემები შემქნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ხაზები და მოთხრილია ხეები:
_ ურეკში ამ წუთებში მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. სპეციალური კომისიაც ადგილზე იმყოფება და ზარალს სწავლობს, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.