კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს უფროსად, გურამ ჩანტლაძის ადგილზე მისი მოადგილე ვანო ბარამიძე დაინიშნება, ხოლო ბარამიძის ადგილს ვანო საჯაია დაიკავებს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურამ ჩანტლაძე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე ახალდანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალიამ თავად წარადგინა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დავით ცირეკიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო დავით, როგორც ვიცით, სამსახურიდან დაგითხოვეს.
_ სამსახურიდან არ გამათავისუფლეს, გურიიდან მივდივარ.
_ ანუ, აღარ იქნებით სამხარეო პოლიციის უფროსი.
_ არა. არა.
_ სად გადადიხართ?
_ ჯერ არ ვიცი. როგორც კი მეცოდინება, მაშინვე დაგირეკავთ და გეტყვით.
_ თქვენი გუნდით მიდიხართ?
_ ნამდვილად არ ვიცი, ვინ წავა და ვინ დარჩება, მე მივდივარ.
_ უკვე წახვედით?
_ ჯერ არა.
_ როდის მიდიხართ?
_ როცა მეტყვიან მაშინ.