"დღეს მგონი აღარავინ დაობს, რომ ლარის სულ ბოლო პერიოდის გაუფასურება იმ საოცარი განცხადებების შედეგია, რომელსაც მთავრობის წევრები აკეთებენ" _ წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრიო თინა ხიდაშელი.
მისივე თქმით, გეგმები, დაპირებები, პრეზენტაციები არ არსებულ პოლიტიკაზე და არ არსებულ გეგმებზე. 7 ან 9 თვის შემდეგ "გავაკეთებთ", რომელიც ე.წ. ბაზარმა პირდაპირ "მითითებად" აღიქვა ლარის კიდევ უფრო კვდომისთვის.
"ეს არ არსებული გეგმები და პოლიტიკა კიდევ ერთ სფეროს ვნებს და კლავს ჩვენს რეალობაში _ განათლების პოლიტიკას.
ეს კვირები, განათლების მინისტრის ენამოსწრებულებაზე არც არაფერს ვამბობთ. ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია.
იმის მიუხედავად, რას ამბობს განათლების მინისტრი ქიმია-ფიზიკის მეზობლების სიყვარულთან კონკურენციაზე, სკოლა აგრძელებს ცხოვრებას, იქ გაკვეთილები ტარდება, საზეპირობესაც ითხოვენ, მენდელეევსაც და ვალენტობასაც, ჩემი მე-11 კლასელი შვილის ბიოლოგიის გაკვეთილს დავესწარი და მთელი გაკვეთილის მანძილზე, სასწაული ტერმინების ბრაგაბრუგმა გამაბრუა, არც არაფერში გამოადგება და ვერც ვერასოდეს გაიგებს არაბუნებრივი უნარების არმქონე ბავშვი, იმიტომ რომ მთავარი ამოსავალი "გამოცდაზე ასე მოდის" არის _ ეს სკოლის რეალობაა.
ამასობაში, განათლების მინისტრი საჯაროდ, დილა – საღამოს ყოველგვარი სისტემურობის გარეშე, კონკრეტული პოლიტიკის შემოთავაზების გარეშე, რაომე ხელშესახები ცვლილებების გარეშე ამბობს იმას რასაც ამბობს. მე მაინც ქიმია ფიზიკის ცოდნა რომ მეზობლის სიყვარულს უშლის ხელს ის ნაწილი მხიბლავს ყველაზე მეტად.
და გაუფასურებულ, გაუბედურებულ მილიონ ლარიანი შეკითხვა:
_ როგორ უნდა მოიქცეს დედა / პედაგოგი როდესაც ამის მომსმენი მე-7 ან მე-11 კლასელი იკითხავს, რატომ მასწავლით და მტანჯავთ, აგერ მინისტრიც თუ ასე ფიქრობსო?
პასუხი: არ ვარგა, არაფერში გამოგადგება, სადღეგრძელოსაც კი ვერ იტყვი მაგრამ უნდა მაინც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ, როგორც ჩვენი მინისტრი მოსწავლეებთან ამბობს "კაიფი იმაშია', რომ არასოდეს რომ არ გამოგადგება ის "გამოცდისთვის გჭირდება" და მინისტრს უბრალოდ დაავიწყდა რომ ცოცხალი ადამიანების, უფრო მეტიც მოზარდების ბედზე საუბრობს არ მიიღება! _ წერს ხიდაშელი.