იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმში მისი გეგმის დამარცხების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში რეფორმების განხორციელებას ამომრჩეველთა 60%-მა მხარი არ დაუჭირა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რენცი გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტ სერჯო მატარელას კაბინეტში გამართულ სხდომაზე მოაწერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დარჩენა თვის ბოლომდე სთხოვოს, ვიდრე პარლამენტი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს არ განიხილავს.