როგორც აღმოჩნდა, მეუღლეთა შორის თბილი ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს მათ აღნაგობაზე – ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ საოჯახო ჰარმონია იწვევს გასუქებას.
მართლაც, ადვილი როდია უარის თქმა რომანტიკულ ვახშამზე საყვარელი ადამიანის გვერდით. ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ბედნიერი ადამიანები კარგავენ სიფხიზლეს – ისინი აღარ აქცევენ ყურადღებას საკუთარ სხეულს და ხშირად მიირთმევენ ზედმეტი კალორიების შემცველ საკვებს. მათ ხომ ყველაფერი კარგადა აქვთ – არიან მოსვენებულნი, მოდუნებულნი და მშვენივრადაც სუქდებიან.
რაც შეეხება წყვილებს, რომლებიც არ არიან კმაყოფილნი ქორწინებით, მათ გაცილებით იშვიათად აწუხებთ სიმსუქნის პრობლემა. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისინი ცდილობენ საპირისპირო სქესის ყურადღება არ შეუმცირდეთ და, ამდენად, ცდილობენ ზედმეტი არ მიირთვან და აკონტროლონ საკუთარი წონა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved