რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების ღირებულება 20 თეთრით გაძვირდა. კომპანია "ინტერტრანსის“ ინფორმაციით, მგზავრობის ტარიფის გაზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო კომპანიაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.
,,რუსთავი-თბილისის 9 მარშრუტიდან მგზავრობის საფასური გაიზარდა შვიდზე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ტარიფი შენარჩუნდა სტუდენტურ მარშრუტზე – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით და ასევე, სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე. გარდა ამისა, ,,ინტერტრანსის“ დამფუძნებლები სტუდენტური ტარიფის დაწესებაზეც მუშაობენ, იმისათვის, რომ ტარიფის გაზრდა სტუდენტებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს. კომპანია იძულებული იყო ტარიფი გაეზარდა, ვინაიდან ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კომპანია ,,ინტერტრანსს“ ფინანსური კრიზისი შეუქმნა, გაძვირდა საწვავ-საპოხი მასალა, სათადარიგო ნაწილები, რის გამოც დამატებითი პრობლემები შეიქმნა და კომპანია ვეღარ ასრულებდა ბანკის წინაშე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას“, _ განაცხადა კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.