უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შავკატ მირზიოევმა გაიმარჯვა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უზბეკეთის ცესკო-ს ინფორმაციით, მირზიოევმა ამომრჩეველთა ხმების 88.61 პროცენტის მოპოვება შეძლო.