გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს, გურიის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსად გურამ ასათიანი დაინიშნა.
ასათიანს, წლების განმავლობაში, პოლიციის მაღალჩინოსნის პოსტი ეკავა, უკანასკნელ წლებში კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იურისტად მუშაობდა.
ასათიანი "გურია ნიუსთან" აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ის პირველ დეკემბერს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს, გურიის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის პოსტი მანამდე ემზარ ვაშალომიძეს ეკავა, რომელმაც, როგორც თითონ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამავე თემაზე: რატომ დატოვა თანამდებობა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის გურიის განყოფილების უფროსმა