საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართება.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მიხეილ ჯანელიძე, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს.