ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის სამხედრო საიტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაცია იყოს მოპარული, მაგრამ ზუსტად რა მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი ჯერ უცნობია.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ ჰაკერული თავდასხმა აქამდე ბანკებსა და მედია საშუალებებზე განახორციელა, მაგრამ სამხედრო ინფორმაციაზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანმა აქამდე მომხდარ კიბერდანაშაულში ჩართულობა უარყო.