ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში დასაფინანსებელ პრიორიტეტებში რელიგია აღარ იქნება, _ამის შესახებ დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერს კითხვით მიმართა, თუ რატომ აღარ დააფინანსებენ რელიგიას, რაზეც ბეგლარ სიორიძემ უპასუხა, რომ ეს იყო კეთილი ნება, რაც წინა წლებში ხდებოდა რელიგიის კუთხით და რასაც უკვე აღარ გამოიჩენენ:
“2017 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი არის, რელიგია, კულტურა, ახალგაზრდული და სპორტული ღონსიძიებები, ყველა ფინანსდება მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აღარ დაფინანსდება რელიგია საერთოდ და ამოღებულია წინა წლებთან შედარებით საერთოდ. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და პირიქით მიმაჩნია რომ ამ ფორმით თანხით უნდა ფინანსდებოდეს რელიგია, უნდა შეეძლოს ყველა კონფენციას მიმართოს ქალაქ ოზურგეთის მერიას და მიიღოს დაფინანსება, პრიორიტეტების მუხლში უნდა იდოს და ფინანსდებოდეს“, _ განაცხადა მგელაძემ, რაზეც ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ უპასუხა:
“რა გაინტერესებთ, რატომ არ ვაფინანსებთ? ეს არ არის ჩვენი ვალდებულება, ეს იყო კეთილი ნება, რომელიც წელს არ გამოვიჩინეთ, გინდათ კიდევ უფრო კარგად გითხრათ? არ იხარჯებოდა მიზნობრივად არცერთი თეთრი და ამიტომ არ ვაფინანსებთ, არამიზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე. ამოვიღებთ პრიორიტეტებიდანაც, რომლის დამადასატურებელი დოკუმენტაციაც არსებობს, სამწუხაროდ, შავით თეთრზე დაწერილი, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც აქ უნდა ვილაპარაკოთ. მობრძანდით და განახებთ, ჩავატარეთ მონიტორინგი და ვნახეთ, რომ არამინზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე, თქვენ შეგიძლაით სპეკულირება ყველა თემაზე, გარდა ამ თემისა“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved