საოცარი შედეგები მოიტანა ამერიკელი ფსიქოლოგების გამოკვლევამ _ მამაკაცებს 5-ჯერ უფრო ხშირად ჰყავთ საყვარლები, როდესაც ისინი ცოლზე ნაკლებ ხელფასს გამოიმუშავებენ!
როგორც მეცნიერები ასკვნიან, ამ გზით ისინი ცდილობენ იმ ემოციური ტკივილის კომპენსირებას, რომელსაც მათ აყენებს ოჯახის მარჩენლის სტატუსის დაკარგვა.
ბედნიერი და ხანგრძლივი საოჯახო სიამტკბილობის თავდებია ქალის მიერ ოჯახში შემოტანილი ქმარზე 25%-ით ნაკლები ჯამაგირი. რამდენადაც მცირდება ეს პროცენტი, იმდენად იმატებს ქმრისგან პოტენციური ღალატის ალბათობა.
მეორეს მხრივ, მამაკაცები, რომლებიც გაცილებით უფრო მაღალ ხელფასს იღებენ, ვიდრე მათი მეუღლეები, ასევე მიდრეკილნი არიან ღალატისაკენ, რადგან მათ აქვთ ფინანსური საშუალება საყვარლის შესანახად.