საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია არ არის.
”გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუეა. ყველა მინისტრმა, გუნდის ყველა წევრმა ძალიან დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი, არა მარტო თავთავიანთი მიმართულებით, არამედ სრულიად. შესაბამისად, ჩვენ ყველა, როგორც გუნდი პასუხს ვაგებთ იმაზეც, რომ ერთიანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, მთლიანად მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ასევე იმაზეც, რომ ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და განვითარებას”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.