ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, ხოლო 34-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS მაროკოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხმელთა შუა ზღვის ის ნაწილი, რომელიც ესპანეთსა და მაროკოს შორის მდებარეობს 10 წლის წინ აფრიკელი მიგრანტებისთვის ევროპაში ჩასაღწევ ძირითად მარშრუტს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით მასზე კონტროლი ორივე სახელმწიფომ გაამკაცრა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია, ნავი რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა მიემართებოდა თუ არა ესპანეთისკენ.
როგორც მაროკოში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასობით მიგრანტი აფრიკიდან მაროკოში შეღწევას ცურვით ან სამმაგ კედელზე აცოცებით რეგულარულად ცდილობს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს ესპანეთში ზღვის გადასასვლელის მეშვეობით 3 845 მიგრანტი შევიდა, ხოლო ევროპის დანარჩენ ნაწილში იმავე გზით ჩასვლა 956 000-მა ადამიანმა შეძლო.