“დღეს ფონდისთვის სანდო წყაროსგან, კერძოდ კი პოლიციისგან, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს მორიგი „შავი პიარის“ განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ფონდის დისკრედიტაციისაკენ.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებას ფონდში უკვე ჰყავს შემოგზავნილი გარკვეული პირები. მათ დახმარების თხოვნით შემოტანილი აქვთ განცხადებები იმ მიზნით, რომ „ქომაგს“ დააბრალონ თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მითვისება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
• შეწყვიტოს მსგავსი აბსურდული ქმედებები;
• ფონდში მოსულ მოქალაქეებს მისცეს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ მათთვის კეთილი ადამიანების მიერ გაწეული დახმარებით;
• ფონდს მიეცეს შეუფერხებელი მუშაობის შესაძლებლობა.”