საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტომ “Gordon Rock”უძრავი ქონების ბაზრის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის დროს დადგინდა იმ ტოპ ათეულის ჩამონათვალი, რომლებიც ინვესტიციების განთავსების თვალსაზრისით, მსოფლიოს უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მიმზიდველად გამოიყურებიან.
ამ რეიტინგის ლიდერები გერმანია და დიდი ბრიტანეთი გახდნენ.
რეიტინგში მომდევნო ადგილებზე ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატები, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია აღმოჩნდნენ. წელს პირველად მიმზიდველი ათეულის სიიდან კვიპროსი ამოვარდა.
სააგენტოს ანალიტიკოსების განმარტებით, პორტუგალიის, საბერძნეთისა და იტალიის უძრავი ქონების ბაზრებმა მიმზიდველობა, ეკონომიკური ტემპების შენელების მიზეზით დაკარგეს.