ჟურნალმა TIME-მა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2016 წლის ადამიანად დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ ბიზნესმენს ტიტული, არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ მიანიჭა.
როგორც ტრამპმა დღეს ტელეკომპანია NBC-ისთან განაცხადა, ეს მისთვის დიდი პატივია და ბევრს ნიშნავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სია, რომლიდანაც ტრამპი აირჩიეს, ჰილარი კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ეწერა.
სიაში ასევე იყო დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ყოფილი ლიდერი, ნიგელ ფარაჯიც, რომელმაც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
როგორც ცნობილია, ჟურნალმა ხმის მისაცემად მკითხველები მიიწვია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რედაქტორებმა მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს მედალის გამარჯვებულებს შორის ასევე განიხილებიან ამერიკის შეერთებული შტატების ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, მომღერალი ბიონსე ნოულსი და" ფეისბუქის დამფუძნებელი", ბიზნესმენი მარკ ცუკერბერგი.