ლინდსი ლოჰანისთვის ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, მან საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა. კლასელები მას შეურაცყოფას აყენებდნენ. ახლა, კი ამ ყველაფერს მსახიობი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" თავის თაყვანისმცემლებს უზიარებს.
ლინდსიმ ერთ-ერთი შოუს ეთერში, კეტი კურისს, რომელსაც მოზრდების მძიმე პერიოდზე და სისასტიკეზე დაუსვეს კითხვა, თავისი ბავშვობის ეპიზოდები მოუყვა. „თანაკლასელები ხშირად დამცინოდნენ, რადგან გადაღებების გამო სკოლას ხშირად ვაცდენდი. სულ სხვადასხვა სახელს მეძახდნენ. ჩემი ოჯახის გამოც დამცინოდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მამაჩემი ციხეში იჯდა. გაქცევაზე მიბიძგებდნენ. მათმა საქციელმა იქამდე მიმიყვანა, რომ სკოლის ნაცვლად სახლში ვსწავლობდი".
მსახიობი ამბობს, რომ ძალიან კარგად ესმის იმ თინეიჯერების, რომლებსაც სკოლებში აშინებენ და დევნიან. „ჩემს ბავშვობაში ამის გამო ბევრი ცრემლი მახსოვს", _ ამბობს ის.
წლების შემდეგ, ლინდსის ცრემლები ხშირად ბედნიერებასა და წარმატებას უკავშირდება. ახლა კი სად არიან მისი თანაკლასელები, როდესაც თვითონ ჟურნალების გარეკანებზეა?!…