https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საფრთხე, რომელიც საქართველოს ბოლომდე შესწავლილი არ აქვს

18:12; 7.12.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ვალდებულებები აიღო, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებათა უსაფრთხოების და მართვის კუთხით. ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების პირველი ეტაპი 2015-2019 წლებზეა გაწერილი და ქიმიური უსაფრთხოებისა და პოტენციურად საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას მოიცავს. არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე კი, მის ჰარმონიზაციას ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან, ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვას, ქიმიურად დაბინძურებული ობიექტების იდენტიფიცირების ერთიანი სისტემის შექმნას, მოსალოდნელი ავარიების რისკების შეფასებას, ნარჩენების მართვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნას და წარმოებას.

ქიმიური დამაბინძურებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა, რომლის გადასაჭრელადაც ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით ლარს და დროს ხარჯავს. თუმცა, დღესდღეობით, საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული.

ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან მოგროვებული 4 ათასი ტონა საშიში ქიმიური ნარჩენი იაღლუჯას პოლიგონზეა თავმოყრილი. მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყოფილი საბჭოთა მეურნეობებიდან შემორჩენილი სამარხები და საწყობებს ნაშთები, მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ისევ ქმნის.

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით კი, ვადაგასული პესტიციდები ქვეყანაში 2030 წლისთვის აღარ უნდა იყოს. პრობლემის მოგვარება რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა, დღემდე მხოლოდ ყველაზე მწვავე წერტილებია გამოვლენილი.

კონკრეტულად რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას პესტიციდების  ნარჩენების დამუშავების, გატანის, განადგურების კუთხით, ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დადგენილ ვადებში. აღრიცხულია თუ არა ყველა ის ადგილი, სადაც სახიფათო ქიმიური ნარჩენები წლების განმავლობაში იყო, _ ამ საკითხზე "გურია ნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანი ესაუბრა:

_რა კონვენციებზეა საქართველო მიბმული, რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას აღებული ასოცირების შეთანხმებით ქვეყნიდან პესტიციდების, გატანის, განადგურების კუთხით?

_კონკრეტულად პესტიციდებს რომ ფარავდეს ამ კუთხით, ასოცირების შეთანხმებაშიც გვაქვს ჩადებული ქიმიური ნივთიერებების მართვის ნაწილი. ასევე, საქართველო არის როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარე ქვეყანა. სტოკჰოლმის კონვენცია ფარავს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) მართვის  საკითხებს და ამაში შედის ის პესტიციდები, რომლებიც წარმოადგენენ მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს. ჩვენი სამინისტრო წარმოადგენს ამ კონვენციის პასუხისმგებელ ორგანოს. ასევე, ჩვენი სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს როტერდამის  კონვენციის  პასუხისმგებელ ორგანოს.  ეს კონვენცია კი გულისხმობს ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის იმპლემენტაციას ქვეყანაში. ანუ, ჩვენი სამინისტრო არის პასუხისმგებელი ამ კონვენციის ქვეშ ინდუსტრიულ ქიმიურ ნივთიერებებზე, ხოლო სოფლის მეურნეობა გასცემს წინასწარი დასაბუთებულ თანხმობას პესტიციდების კუთხით. ასევე, სტოკჰოლმის კონვენცია გულისხმობს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ კონვენციის განხორციელების პირველი დამტკიცდა 2011 წელს, ამჟამად მიმდინარეობს ამ გეგმის განახლების პროცესი, ვინაიდან დაემატა კონვენციას 9 ახალი დამაბინძურებელი, შესაბამისად,  კონვენციის სამდივნოდ საჭიროდ ჩათვალა, რომ მოხდეს ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ კონვენციის მხარე ქვეყანაა, ამ გეგმის განახლება. ჩვენს ქვეყანაში შარშან დაიწყო პროექტი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების განახლების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხელახალი ინვენტარიზაცია პესტიციდების, ახალი მოდ-ების (მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები) გათვალისწინებით, მოხდა ინვენტარიზაცია ხელახალი, მოხდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა, იმ მხარეებთან რომლებიც შეიძლება იყვნენ წყაროები მოდ-ების წარმოებისა ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების აქტივობები და ახლა  დაწყებულია  ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომლის მიღებასაც ვვარაუდობთ მომავალი წლის დასაწყისში.

_აღნიშნეთ, რომ ხელახალი ინვენტარიზაცია მოხდა. თუ შეგიძლიათ  დაასახელოთ კონკრეტული ადგილები, რა სახის სამუშაო გაწია სამინისტრომ და ინვენტარიზაციის ფარგლებში კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

_ ვინაიდან  ვთქვი ხელახალი ინვენტარიზაცია, ვგულისხმობ, რომ მანამდე ჩატარდა  რამდენიმე ეტაპად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის ფარგლებშიც ინვენტარიზაცია. ერთ-ერთი პროექტი იყო UNDP-ის პროექტი, რა დროსაც მოხდა იაღლუჯას პოლიგონიდან 230 ტონა  ვადაგასული პესტიციდების გატანა ბელგიასა და საფრანგეთში  გასანადგურებლად. შემდგომ, წელს უკვე, ახალი პროექტი იყო FAO-ევროკავშირის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ განხორციელდა ინვენტარიზაცია, ახალი ინფორმაციების დამატებით, იმიტომ რომ ეს მუდმივად განახლებადი პროცესია, ვინაიდან ხშირად მოსახლეობაში ხდება პოვნა მოძველებული პესტიციდებისა. შესაბამისად, ახალი პარტია 208 ტონა იქნა გატანილი აპრილში გასაუვნებელყოფად ამჯერად საფრანგეთში.

_აღნიშნეთ, რომ მუდმივად განახლებადი პროცესია. ხომ არ აპირებთ კიდევ გატანას? გაქვთ თუ არა ადგილები საქართველოში, სადაც ამოსაღებია ეს პესტიციდები?

_ყველაზე ძირითადი და მტკივნეული საკითხია ჩვენი ისტორიული დაბინძურება, მოგეხსენებათ, იაღლუჯას პოლიგონი, სადაც 4 ჰა-ს ტერიტორიაზე დიდი მასაა თავმოყრილი. ფაქტიურად, ძირითადი მასა რაც იყო სახიფათო  ისტორიული დაბინძურების მოგროვილი და გადატანილი იქნა და განთავსებული იაღლუჯას პოლიგონზე. პოლიგონი შემოიღობა, დაინსტალირდა გამაფრთხილებელი ნიშნები. ბოქლომზეა დაკეტილი ტერიტორია, შესაბამისად, ისეთ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რაც იყო მანამ, სანამ მიმოფანტული იყო მთელ ქვეყანაში უკონტროლოდ თვალყურის გარეშე.

რაც მანამდე ჩატარდა პროექტები, გამოვლენილ იქნა ყველაზე მწვავე წერტილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით იყო ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი საწყობები, ზოგი ომის პერიოდში, ზოგი ჩამარხა მოსახლეობამ, ზოგი  მერე იპოვეს და გამუდმებით ხდება ასეთი წერტილების მოძიება. ძალიან ბევრი დარჩა. საბჭოთა კავშირის დროს იწარმოებოდა, მართალია ჩვენს ქვეყანაში არა, მაგრამ შემოჰქონდათ ამ ნივთიერებების შემცველი პესტიციდების, შესაბამისად,  გადატანილ იქნა ერთიანად იაღლუჯაზე, მაგრამ კვლავ ვვარაუდობთ, რომ აღმოჩენილ იქნას სადმე სხვაგან საწყობები, სადაც კვლავ იქნება მსგავსი ნივთიერებები აღმოჩენილი. შესაბამისად, ამაში მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც პოულობენ ისტორიულ დაბინძურებას, პასუხისმგებლობა იქონიონ და ნუ მოაძოვებენ იმ საძოვარზე საქონელს, ნუ გადაყრიან, ნუ ჩაყრიან მდინარეში და გვაცნობონ ოფიციალურად სამინისტროს, აცნობონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენ შევძლებთ, რომ შემდგომი პროექტის დაგეგმვის ფარგლებში უკვე გავითვალისწინოთ ისტორიული დაბინძურების ადგილები.

_რაც შეეხება ე.წ. კოლმეურნეობების ტერიტორიებზე არსებულ საწყობებს, სადაც ინახებოდა ეს პესტიციდები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც ამ საწყობების ტერიტორიებს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა, ერთ-ერთი საწყობში საცხოვრებელი სახლია გაკეთებული. გვაინტერესებს კონკრეტულად ასეთი ადგილებიდან თუ მოხდა პესტიციდების ამოღება? ან თუ აპირებს სამინისტრო რაიმე ღონისძიების ჩატარებას და როდის გეგმავთ ამ ყველაფერს?

_მსგავსი ადგილებიდან, სახლებიდან და ა.შ. მოხდა გატანა, მაგრამ იმათგან, ვინც დაგვიკავშირდა და გვაცნობეს. ინვენტარიზაცია ბუნებრივია, ლოგიკურად ჟღერს, რომ თითოეული სახლის ტერიტორიაზე ვერ შევა პროექტის მენეჯერი, რომელიც ინვენტარიზაციას ახორციელებს და ვერ შეამოწმებს სათითაო სახლში, ხომ არ არის შემთხვევით რამე. ჩვენ დაგვიკავშირდა ძალიან ბევრი მოქალაქე, გვაცნობეს, ვიცოდით ასევე, სადაც კოლმეურნეობის საწყობი იყო, ბუნებრივია ჩვენ თვითონაც ვიცოდით  და შევედით. მაგრამ ძირითადად, რაც მოსახლეობას ეხება, თვითონ მოსახლეობამ უნდა გაათვითცნობიეროს რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ნივთიერებები, არ შეიძლება იქ ცხოვრება, არ შეიძლება მისი გამოყენება, არ შეიძლება წყალში ჩაყრა, თავიდან მოცილების მიზნით, ეს მერე გარემოს დაბინძურება. უბრალოდ, თუ შეძლებენ თუ მოიძიებენ,  თუ აქვთ ინფორმაცია, რომ მათ გარშემო არის მსგავსი დამაბინძურებელი, გვაცნობონ ჩვენ, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენ კანონის ფარგლებში რაც შეგვიძლია, ვეცდებით დავეხმაროთ. პროექტების შემუშავებისას ვეცდებით გავითვალისწინოთ. ეს თითოეული მოსახლეობის პასუხისმგებლობაა რომ არ დამალონ. ნუ შეეშინდებათ და გვაცნობონ, რომ აქვთ მსგავსი პრობლემა.

_არასამთავრობო ორგანიზაციას, „მწვავე ალტერნატივას“ აქვს ნარკვევი, პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქვეყანაში კვლავ წარმოადგენს  ინფორმაციის მოგროვების და დამუშავების სრულყოფილი სისტემის არქონა და კონკრეტული პრობლემებია ჩამოთვლილი – არ არსებობს სრული ინფორმაცია რა საშიში ქიმიური ნარჩენები იწარმოება ან შემოდის, გადაიზიდება ქვეყანაში, შეგროვების ინფორმაცია არ არსებობს, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ.  რა შეგიძლიათ ამ მიმართულებით რომ თქვათ?

_ნაწილობრივ ვეთანხმები, ნამდვილად გვაქვს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაზეც ვმუშაობთ. ევროკავშირთანაც გავდივართ კონსულტაციებს და გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები ამ აღრიცხვა-ინფორმაციის მოგროვების სისტემის შემუშავებით.

_ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს ინფრასტრუქტურა სახიფათო ნარჩენების განთავსების, გაუვნებელყოფისთვის. თუ აპირებთ ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობას, ან თუ გაქვთ დაწყებული ეს რომ გვითხრათ. ასევე გვაინტერესებს რა ვადებში უნდა მოხდეს ამის გაკეთება?

_არ არსებობს, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ამ წუთას  რაღაც დონეზე არსებობს საქართველოში ინფრასტრუქტურა, სხვაგვარად ეს იქნებოდა სისტემის სრული კოლაფსი, რომ ნარჩენების არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, არსებობს რეციკლირების საწარმოები, სხვდასხვა ტიპის კომპანიებს აქვს სხვადასხვა ნარჩენები, თუმცა, გვაქვს რაღაც ხარვეზებიც, მაგალითად, არ გვაქვს მოდ-ების გადამამუშავებელი, მოდების გამანადგურებელი ინფრასტრუქტურა და სწორედ ამიტომ, რომ არ გვაქვს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ ხდება საზღვარგარეთ გატანა ამ მოდ-ების ნარჩენების. ვფიქრობთ დავიწყოთ რემედიაციის პროექტებზე მუშაობა. სადაც არის დაბინძურებული ნიადაგი ამ მოდ პესტიციდებით, მოხდეს აღდგენა ამ ნიადაგების და არა გამუდმებით გატანა და განადგურება. პესტიციდების მიმართულებით რემედიაციის პროექტების დაგეგმვაზე ვფიქრობთ, თუმცა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, თუ კვლავ იქნება აღმოჩენილი პესტიციდების მარაგები, დავიწყოტ საპროექტო წინადადებების შემუშავება. იაღლუჯას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს  UNDP-ის პროექტის ფარგლებში რემედიაციის გეგმა, სამი კონცეპტუალური სცენარით. ერთი არის, რომ იქ მოხდეს საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გაკეთება და ადგილზე მოხდეს ნარჩენების განადგურება. ეს ძალიან ამბიციური სცენარია. მეორე სცენარი გულისხმობს, რომ მისი კონსერვაცია მოხდეს, ხოლო მესამე სცენარი პერიოდულად გატანას გულისხმობს. ახლა ვაწარმოებთ დონორებთან მოლაპარაკებებს, რომელი სცენარი იქნება უფრო განხორციელებადი. დონორებს უნდა ვთხოვოთ რომ დაგვეხმარონ, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება. უკვე მიდის ამაზე საუბარი და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. უბრალოდ, გახმაურების უფლება ჯერჯერობით არ მაქვს.

ამავე თემაზე:

საბჭოთა მემკვიდრეობის კვალდაკვალ _ მწვავე პრობლემა, რომელიც გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც მოხვდა

მიწაში ჩაფლული საფრთხე საბჭოთა მემკვიდრეობიდან

რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24 იანვარი, 2026

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს მომავალ კვირას უყრიან - ევროპარლამენტის დეპუტატი

ქუთაისში თოვს (ფოტო)

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო