ე. წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სარეზერვი ნაწილი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზია მტკიცებულებების განადგურების მაღალი რისკი, ასევე დაკავებულს, შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურორებმა შუამდგომლობა არ დააყენეს.
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვიათ.
წინასასამართლო სხდომა აღნიშულ 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება.
ამავე თემაზე: პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" ორი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო