ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმების შესახებ, კომპრომისი მიღწეულია. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც მაუწყებელი წერს “ყოფილი საბჭოთა კავშირის ორმა ქვეყანამ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა თავიანთი ყოფილი “მბრძანებლისგან”, მოსკოვისგან, თავის დასაღწევად”.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კალინაკის განცხადებით, შეთანხმება არის დაბალანსებული და საიმედო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკისთვის.
„იმ ფაქტმა, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარი გაუხსნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესს სხვა ქვეყნებში, რომლებიც საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ,“_აცხადებს კალინაკი.
ევროპარლამენტარ აგუსტინ დიაზ დე მარას განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ევროპაში ლტოლვილთა დიდი რაოდენობით ჩასვლის გამო ანტი საემიგრაციო პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს 45 მილიონი უკრაინის და 5 მილიონი საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას.