https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

EMC-იმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა

17:12; 8.12.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლგბტ აქტივისტის სახელით 2016 წლის 17 მაისს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.

განაცხადში EMC დავობს სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (აიდაჰო) აღნიშვნის მიზნით ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე11 მუხლი)  შეზღუდვასა და 17 მაისს ალტერნატიული პროტესტის ფორმების გამოყენების დროს, პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების გაუმართლებელი და უკანონო დაკავების დროს და მას შემდეგ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების და მათთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე. საქმეს EMC მის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) სავარაუდო დარღვევის კონტექსტში, განმცხადებლები ამტკიცებენ სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც, მათ შორის, გამოიხატა სახელმწიფოს მიერ ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის აქციის ჩატარებისთვის არაადეკვატური ალტერნატიული სივრცეების შეთავაზებაში, აქტივისტებთან შეკრების სივრცის შერჩევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასა და უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების თაობაზე დაპირების არ მიცემაზე. ლგბტ აქტივისტებმა  2016 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საჯარო ღონისძიების შესახებ შესაბამის სახელმწიფოს უწყებებს თითქმის ერთი თვით ადრე მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი გარანტიების მიცემა მოსთხოვეს. თუმცა, 2016 წლის  4 მაისს  შეკრების ორგანიზატორებთან გამართულ შეხვედრაზე შსს-მ მოსალოდნელი მაღალი ძალადობრივი  რისკების გამო, სრულიად გამორიცხა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე პუშკინის სკვერში შეკრების ჩატარების შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, რომ პუშკინის სკვერში სხვა შეკრებები არ იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ კლერიკალურ და ანტი-გენდერულ ჯგუფებს მანამდე უკვე ჰქონდათ წარდგენილი გაფრთხილება ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე  და ასევე მრგვალ ბაღთან (სადაც 2015 წელს ლგბტ სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, პოლიციის მხრიდან მკაცრად კონტროლირებული მცირე შეკრება ჩატარდა)  შეკრების ჩატარების თაობაზე.  უნდა აღინიშნოს, რომ აიდაჰო შეკრების ორგანიზატორებმა, პუშკინის სკვერში შეკრების გამართვასთან დაკავშირებით 2016 წლის 5 მაისს გაგზავნილ მათ ოფიციალურ შეტყობინებაზე თბილისის მერიიდან პასუხი მხოლოდ 23 მაისს მიიღეს, რომელშიც  მერია თემს ალტერნატიული ადგილის შერჩევას და ახალი ლოკაციის შეტყობინებას სთხოვდა. 2012 და 2013 წლებში აიდაჰო აქციების ძალადობრივი დარბევების, ასევე შემდგომ წლებში სახელმწიფოს აშკარად არაეფექტიანი პოლიტიკის გამო საჯარო სივრცეებიდან ლგბტ თემის განდევნისა და შეკრების თავისუფლების სარგებლობის აბსოლუტური შეუძლებლობის პირობებში, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობამ 2017 წელს ასევე ვერ უზრუნველყო აიდაჰო დღეს ლგბტ პირების შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და ის ლგბტ თემის მიმართ აგრძელებს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც არსებითად კლერიკალური და ანტი-გენდერული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფებისა და მათ მიერ წარმოებული თანასწორობის საწინააღმდეგო დისკურსის მიმართ სახელმწიფოს ლოიალობით არის განპირობებული. ამ პირობებში, განმცხადებლები კონვენციის მე-11 მუხლთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე დავობენ.

ევროპული კონვენციის სხვა მუხლების, კერძოდ კი, მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) და მათთან კავშირში ასევე მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებლები 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების დახატვის გამო 6 ლგბტ აქტივისტის დაკავებისა და დაკავების შემდგომ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე დავობენ. კერძოდ,  განმცხადებლები უთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი დაკავება მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო, (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე) განხორციელდა, რაც მხოლოდ 50 ლარის ჯარიმის სახით სანქციას ითვალისწინებს, მათი 12-საათიანი დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა და მათი არაფორმალური დასჯის ფორმას წარმოადგენდა. აქტივისტების დაკავება კანონის მოთხოვნების დარღვევით და აგრესიული ფორმებით განხორციელდა ყოველგვარი განმარტების გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების მიერ. აქტივისტებმა დაკავებამდე ვერ მოახდინეს პოლიციელების იდენტიფიცირება (რაც მათ შორის დადასტურდა ეროვნული სასამართლოების მიერ) და ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და გაფრთხილების გარეშე, გამოკიდების და დადევნების გამო ისინი  რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების თავდასხმად აღიქვეს, რამაც ისინი შიშის, დაუცველობისა და სტრესის მდგომარეობაში ჩააგდო. განმცხადებლები უთითებენ, რომ როგორც კი მათ მოახდინეს დამკავებელი პირების პოლიციელებად აღქმა, მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა სამართალდარღვევის ოქმები ადგილზე შეევსო და არ დაკეავებინა ისინი. განმცხადებლები ასევე უთითებენ პოლიციელების მიერ პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში ტრანსპორტირების დროს უხეში და ღია ჰომოფობიური ენის გამოყენების ფაქტებზეც.  ცხადია, პოლიციის მიერ ლგბტ თემის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც განმცხადებლების იდენტობით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებსა და მუქარაში გამოიხატა, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებდა და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებდა. განაცხადში, მომჩივანი ასევე ამტკიცებს, რომ მათი უკანონო დაკავების ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება არც შსს-ს გენერალური ინსპექციასა და არც პროკურატურას არ მოუხდენია.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს არც ერთ ეტაპზე არ განემარტათ უფლებები და არ მიეცათ ადვოკატთან და ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ამასთან, ინციდენტის დროს განხორციელდა ერთ-ერთი აქტივისტის მეუღლის დაკავება იმ პირობებში, როცა ის საერთოდ არ მონაწილეობდა სტენსილების მომზადებაში, საპატრიარქოსთან მოშორებით მისივე მანქანაში იჯდა და მეუღლეს ელოდებოდა. პოლიციამ დაკავების შემდეგ ის განყოფილებაში მისივე მანქანით გადაიყვანა.

თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების არსებითი მოთხოვნის და პროცედურული ვალდებულებების გარდა, განაცხადში სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პირების 12-საათიანი დაკავების კანონიერების შემოწმების მექანიზმის არ არსებობის ინსტიტუციური ხარვეზი, რომელიც  კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაკავების კანონიერების ავტომატური სასამართლო ზედამხედველობის გარანტიის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.

განაცხადში EMC უთითებს ლგბტ თემის უფლებების დარღვევის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებაზე, რომელიც განსაკუთრებით 2012-2013 წლებში გამოიკვეთა და უსაფრთხოების გარანტიების გამო შემდგომში თემის საჯარო შეკრების უფლების სრული გაუქმება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის ვრცლად დოკუმენტირებული თავდასხმების მიუხედავად, სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრა არც ერთ ბრალდებულს და მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა დაასახელა. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით უმოქმედო და არაეფექტური პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ თემის უფლების დარღვევის ფაქტების შეწყნარების პოლიტიკაზე უთითებს. ძალადობის შეწყნარების პოლიტიკით და საჯარო შეკრების უფლების ფაქტობრივი გაუქმებით სახელმწიფომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზებულ ჯგუფებს  საჯარო სივრცის პრივატიზების საშუალება მისცა და მათ ჰომოფობიური მესიჯების  გავრცელებისთვის ისეთი სივრცე შეუქმნა, სადაც ალტერნატიული, ანტიჰომოფობიური აზრის გაჟღერება მოსალოდნელი ძალადობის შიშით წინასწარ შეზღუდულია.

EMC განაცხადში მიმოიხილავს ბოლო დროს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორებისა (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ “ჰიუმან რაითს ვოთჩის”) და  საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებებს. შესაბამისად, EMC ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას  სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვის პროცესში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

10:30; 1 მარტი, 2026
სამართალი

თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

10:26; 1 მარტი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

10:23; 1 მარტი, 2026
სამართალი

ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა

09:40; 1 მარტი, 2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28 თებერვალი, 2026

IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

„საბოლოო ეტაპი დაგვრჩა, რომ საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღონ“_ დონალდ ტუსკი

ყველა სიახლე

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო