პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტერაქტების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას, _ ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის განცახადებაშია აღნიშნული.
„კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას“, _ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.