მისი თქმით, გარედან არაფერი შეიმჩნევა, ადგილზე არიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე შესულები არიან გლდანის ციხეში ინფორმაციის გადასამოწმებლად.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სოციალურ ქსელსა და “ფორუმ.გე”– ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში შევარდა სპეცდანიშნულების რაზმი, ნაცემია უამრავი პატიმარი და არიან გარდაცვლილები.