საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგორმარეობის გაურესება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა.
სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის სოფო ბობოხიძის და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.