საკუთარ თავთან ლაპარაკი და აზრების ხმამაღლა წარმოთქმა, ასევე, პერიოდულად პრობლემების ხმამაღალი განხილვა, სრულიად ნორმალურია – ამტკიცებს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მელისა კინზლი.
მისი აზრით, საკუთარ თავთან ხმამაღალი საუბარი სტრესისა და დეპრესიის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ 25-45 წლამდე ქალები და მამაკაცები.
ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ხმამაღლა მსჯელობის დროს რეაქციები უფრო სწრაფია, რის შედეგადაც ადამიანები დასახულ ამოცანას უფრო ზუსტად და სწრაფად ხსნიან.
გარდა ამისა, მეცნიერები თვლიან, რომ საკუთარ თავთან საუბარი, გარკვეულწილად, გონებრივად ჩამორჩენილ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებსაც ეხმარება.