მან განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან ციხეში სიტუაციის შესასწავლად და ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
როგორც პატიმრების უფლებების დამცველმა, ნანა კაკაბაძემ გვაცნობა, თავად სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში იქ არ იმყოფება. მისივე თქმით, გარედან არეულობის კვალი არ შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები არიან.