საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 13 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6154 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.5887 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0267-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7713 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7474 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0239-ით გამყარდა.