"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ქონების საქმეს ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ოთარ ჩხაიძის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახურის ინტერესი გრიგოლეთის ბაზამ გამოიწვია:
„განსაკუთრებული არაფერია, გრიგოლეთის ბაზა რომ დაიშალა, იქ არსებული ნარჩენები კლუბმა აუქციონის წესით გაასხვისა და ახლა ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს, რამდენად კანონიერად მოხდა ამ ქონების გასხვისება“.
დაკითხვაზე ყოფნას ადასტურებს ჩვენთან საუბარში გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი, გოგი ფაცურიაც.
„რახან საკითხი ქონებას ეხება, ამიტომ დაკითხვაზე მეც ვიმყოფებოდი", _ გვითხრა ფაცურიამ.