ულტრაბგერითი მოწყობილობა "uPill"-ი დიაბეტითა და სიმსივნით დაავადებულებს ყოველდღიურ მტკივნეულ ინექციას აარიდებს.
"uPill"-ის „გონიერი აბი“ ულტრაბგერით პრეპატარს წარმოადგენს. აბი ჩვეულებრივ სამედიცინო შპრიცზე 10-ჯერ უფრო სწრაფად აწვდის ორგანიზმს სამკურნალო მედიკამენტს. ულტრაბგერა კანქვეშ მედიკამენტის შეყვანის დროს მოლეკულების გახურების გზით ზრდის შეწოვის ძალას და ქსოვილების გამტარიანობას.
ამდენად, მსგავსი პროცედურა შპრიცისგან განსხვავებით, უმტკივნეულო და გაცილებით სწრაფად მოქმედია. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ულტრაბგერა ცილების (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები) და ინსულინის შემცველი მედიკამენტის შემთხვევაში.
ულტრაბგერითი აბის შემქმნელი კომპანია "Zetroz" მსოფლიოში ყველაზე პატარა ულტრაბგერითი სისტემების შექმნითაა დაკავებული. მეცნიერები ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანას უახლოეს წლებში გეგმავენ. პრეპარატი 20-30 დოლარი ეღირება.
"uPill" მართალია, ძვირადღირებული იქნება, თუმცა მისი შემქნელები ირწმუნებიან, რომ მეორედ გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი ეფექტურობას ინარჩუნებს.