კანადის ქალაქ ვანკუვერის კაფე ,,დუგი ლავში’’ ჰოთ-დოგის პრეზენტაცია შედგა. კაფის მფლობელის თქმით, მის ჰოთ-დოგს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს იმაზე, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. ჰოთ-დოგი სახელწოდებით, ,,Dragon Dog’’ 100 დოლარი ღირს.
კულინარებმა მისი მომზადებისას გამოიყენეს 2000 დოლარის ღირებულების კონიაკი, იაპონური საქონლის ხორცი, ასევე ტრიუფელის და ზეითუნის ზეთი. ბოლოს ჰოთ-დოგს საიდუმლო ინგრედიენტებისგან მომზადებულ სოუსი დაუმატეს.
,,დუგი ლავს’’ სურს ,,Dragon Dog’’-ი გინესის რეკორდების წიგნში დაარეგისტრიროს, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ჰოთ-დოგი მსოფლიოში. ამჟამად რეკორდი 69 დოლარის ღირებულების ჰოთ-დოგს ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს ნიუ-იორკულმა რესტორანმა ,,Serendipity’’ მოამზადა.
გასინჯა თუ არა გიგანტური ჰოთ-დოგი კაფის რომელიმე სტუმარმა, ჯერჯერობით არაა ცნობილი.