ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.
ამის შესახებ თაბუაშვილმა ქუთაისის პარლამენტში ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ლარის გაცვლითი კურსი 13 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2,6154 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
12 დეკემბერს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5887 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0267 ლარი შეადგინა.
წყარო: pia.ge